გოგებაშვილზე კაცი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი

პუბლიკა

თბილისში, გოგებაშვილზე რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა ისმოდა.

სროლის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია  ორი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.

როგორც „პუბლიკას” სამინისტროში უთხრეს დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერ დაკავებული არ არის.