პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი გოგი წულაია, სავარაუდოდ, გულის შეტევით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
პოლიტიკოსი კლინიკაში დღეს დილით მოათავსეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
გოგი წულაია პარტიიდან წარდგენილია წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარ კანდიდატად.