გომელაური: 2019 წელს, ანალოგიურ პერიოდში, რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში 20 ათასზე ცოტა მეტი ადამიანია შემოსული რუსეთიდან. მისი თქმით, შემოსული ადამიანების რაოდენობა 2019 წელს ანალოგიურ პერიოდში შემოსულ ვიზიტორებზე ნაკლებია.

„2019 წელს, ანალოგიურ პერიოდში, 40 ათასი იყო შემოსული, 13 დღის განმავლობაში.“ – განაცხადა გომელაურმა.

„აქედან კიდევ ძალიან ბევრი შემოდის თურქეთიდან, ჩრდილო კავკასიის მოქალაქეები, ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები, რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ. ესენი არიან ბავშვები და ქალები, რომლებიც ქირაობენ სტამბოლში ავტობუსებს და ოჯახებით მიდიან და გადიან ლარსიდან. ესენიც ითვლებიან ვიზიტორებად“, – განაცხადა გომელაურმა.