გომელაური: 2022 წელს რუსეთის 246 მოქალაქეზე დაიწყო სამართლებრივი დევნა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ცნობით, 2022 წლის განმავლობაში, რუსეთის 246 მოქალაქეზე დაიწყო სამართლებრივი დევნა, 314 საქმეზე.

რაც შეეხება ბელარუსს, დევნა დაიყწო ბელარუსის 16 მოქალაქეზე, 18 საქმეზე.

მისი თქმით, მთლიანობაში, აღნიშნული საქმეები არის 0.5% დანაშაულთა მთლიანი რაოდენობის.

„ამ კუთხით კრიმინალის ზრდის საფრთხე არ გვაქვს”, – განაცხადა გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას.