გომელაური: ფქვილის დაყრა და ტუალეტის ქაღალდის სროლა არანორმალურია, დაისჯებიან მკაცრად

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, 7 მარტს კანცელარიასთან გამართული აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ პოლიციელებისთვის ფქვილის შეყრა და ტუალეტის ქაღალდების სროლა სრულიად მიუღებელია.

„ეს არის ცუდი შემთხვევა, მიუღებელია. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც ვაჟკაცურად ითმენდნენ. დგანან და ტუალეტის ქაღალდებს, კეტჩუპებს და ფქვილს აყრიან. ეს არანორმალური საქციელია და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, დაისჯებიან მკაცრად და ამას არ ვაპატიებთ არასოდეს“. – განაცხადა გომელაურმა.

7 მარტს აქციის „არა რუსეთს“ მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან:

  • გიორგი მჟავანაძე
  • ნოდარ რუხაძე
  • გიგა მაქარაშვილი
  • ზუკა ბერძენიშვილი
  • ლექსო სამხარაძე
  • ვალერი სამხარაძე
  • სანდრო სიმონოვი
  • ბაჩი ვალიშვილი
  • გური გოლიაძე

აქციის მონაწილეები 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.