გომელაური: გამოძიება მიდის ყველა მიმართულებით

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით და მან არ გამორიცხა, რომ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაიზარდოს დასაკავებელ პირთა წრე.

შს მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რომ ჩამონგრეულ სადარბაზოში სარდაფისა და პირველ სართულზე ბინის გაერთიანების მოთხოვნა საჯარო რეესტრში შევიდა, ეს მოთხოვნა კი 8 ოქტომბერს დახარვეზდა.

„გამოძიება მიდის ყველა მიმართულებით. თუ გამოვლინდება, რომ არასწორი ნებართვა გაიცა ან არასწორად აწარმოეს საბუთები, მიეცემიან პასუხისგებაში. ვერ იტყვის გამომძიებელი ან პოლიციელი, ეს უნდა თქვან ექსპერტებმა, გამოიწვია დაშენებამ თუ სარემონტო სამუშაოებმა“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი ინფორმაციით, კორპუსზე, რომელიც ჩამოინგრა, დაშენება 15 წლის წინ მოხდა. მინისტრის თქმით, მიშენებები მთელ ქვეყანაში პრობლემაა 90-იანი წლებიდან.

საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების მიხედვით, ზაურ ბუდატოვმა (ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N13, ბინა 1) განცხადებით მოითხოვა  სარდაფისა და ბინის გაერთიანება. ეს მოთხოვნა რეესტრმა შეაჩერა. მიზეზად დასახელდა ის, რომ წარმოდგენილი არ არის სარდაფის და ბინის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.

რეესტრში განცხადება 4 ოქტომბერს შევიდა, 8 ოქტომბერს კი რეესტრმა მოთხოვნა არ დაარეგისტრირა.