გომელაური: პრეზიდენტს აინტერესებდა, როგორ განვითარდა 5 და 6 ივლისის მოვლენები

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შეხვედრა დასრულდა. მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტს 5 და 6 ივლსის მოვლენებზე ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრიდან გამოსულმა შს მინისტრმა მედიის შეკითხვებს უპასუხა.

„ქალბატონ პრეზიდენტს შევხვდი. მას აინტერესებდა, როგორ განვითარდა 5 და 6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამწუხაროდ, რამდენი ჟურნალისტი დაშავდა, რამდენი გამოძახება იყო, რას ვაკეთებთ, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლით და ადმინისტრაციულად, ეს მოვახსენეთ პრეზიდენტს“, – განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრამდე პრეზიდენტთან აუდიენცია ჰქონდა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირს, თუმცა უცნობია, რაზე ისაუბრეს მხარეებმა. მედიასთან განმარტება არ გაკეთებულა.