მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში, პარლამენტში შსს მინისტრი დეპუტატთა კითხვებს პასუხობს. მისი თქმით, პარლამენტში გამოგზავნამდე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო „პატარა მიმართულებით შეიცვლება“.
„რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, კონცეფცია შემუშავებულია უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უცხოელი პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. კონცეფციის პარლამენტში გაგზავნამდე დოკუმენტი დამატებით აისახება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით შეცვლილი რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. მოგვიწევს, სამწუხაროდ, ის რაც ხდება უკრაინაში, მოგვიწევს პატარა მიმართულებით შეცვლა კონცეფციის“, – განაცხადა გომელაურმა.