გონიოში საკარანტინო ზონის გადატანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გონიოში საკარანტინო სივრცის გადატანის მოთხოვნით, მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სივრცის სხვაგან მოწყობას სთხოვენ და საღამოს 6 საათამდე საკარანტინო სივრცის აღებას მოითხოვენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კარანტინში მყოფი პირები არიან ჯანმრთელები, შესაბამისად ისინი დაავადების გამავრცელებლები ვერ იქნებიან.

ტელევიზიის ცნობით, ნიჟარაძე მოსახლეობას დამატებითი საკარანტინო სივრცის მოძიებაში დახმარებას სთხოვს.