გორი-თბილისის გზაზე ავარიას მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა

პუბლიკა

გორი-თბილისის გზაზე, სოფელ რუისთან ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა – დაღუპულია მოძღოლი.

ერთმანეთს დაეჯახა მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი და ტრაილერი.

დაშავდა 4 ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციელის თქმით, მიკროავტობუსი გზის სარეზერვო ნაწილზე იყო გაჩერებული, რათა მგზავრი ჩამოსულიყო. სწორედ ამ დროს უკანა მხრიდან დაეჯახა დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანა, რომელმაც შემდეგ გაჩერებული მიკროავტობუსი ინერციით შეაჯახა წინ გაჩერებულ, მწყობრიდან გამოსულ სატვირთოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.