ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გორის მერის არჩევნებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პირველივე ტურში იგებს. ხინჩეგაშვილს ამ დროისთვის ხმების 51.66% აქვს მიღებული. დათვლილია 63 უბანი, ხმების 58.88%.
მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ვასილ მახარაშვილია ხმების – 32.42%-ით, პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატს კონსტანტინე ანანიაშვილს ხმების 13.37% აქვს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ეთერ ჯალაღანიას კი – 2.54%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველი თემების მერის არჩევნების უმეტესობაში „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ ზუგდიდსა და წალენჯიხაში. ასევე ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ ქუთაისისა და ბათუმის მერის არჩევნებში.