არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კაცი ყოფილი პოლიციელია, უწყებაში მას 10 წელზე მეტია აღარ უმუშავია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შსს გამოძიების მუხლებს მოგვიანებით დააზუსტებს.