გორის მერია ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოიყენებს

პუბლიკა

გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაცია მერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„პიროტექნიკისთვის განსაზღვრული თანხა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოხმარდება”, – აღნიშნულია მერიის Facebook-გვერდზე.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა.