გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალუბნის მკვიდრი, რომელიც დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს, გათავისუფლებულია. ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ახალუბნის მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ჯუმბერ ფსიტიძე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ორ თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა, როცა შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა ორმა მწყემსმა გაქცევა შეძლო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების შესახებ გააქტიურეს ცხელი ხაზი და ინფორმაცია შეატყობინეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.