გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას COVID-19 დაუდასტურდა

პუბლიკა

გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19. ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ქონია. მათი თქმით, ჰოსპიტალს გარეთ მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.