გორის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდს ეძებენ. გოგოს ოჯახის წევრებმა პოლიციას დღეს დილით მიმართეს.
როგორც მედიასთან არასრულწლოვანის ბებია ამბობს, მოზარდი დედასთან და ძმასთან ერთად გორში ერთ-ერთ ბანკში იმყოფებოდა. მოზარდი დედას და ძმას გარეთ ელოდებოდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს ის აღარ უნახავთ.
„დედა და ორი შვილი წასულები იყვნენ ერთად ბანკში. ეს ბავშვი გაჩერდა გარეთ. დედა შევიდა შიგნით, როცა გამოვიდა ვეღარ ნახა. ეძებეს აქეთ, იქეთ და აღარ ჩანს. ველოდებით მესამე დღეა და ვერ ვიპოვეთ.
პოლიციაში არიან ახლაც მშობლები. განვაცხადეთ კი. ის ჩანს [კამერაში] რომ წყალს სვამს ბავშვი და მერე ქრება, “- ამბობს დაკარგული მოზარდის ბებია ციური ლურსამანაშვილი „რუსთავი 2-თან“.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 141-ე მუხლის შესაბამისად, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.