გორში ააიპ-ის თანამშრომელი ბიუჯეტიდან ასეულობით ლარს საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა - აუდიტი

პუბლიკა

გორის მერიის ერთ-ერთი ააიპ-ის, „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს” თანამშრომელი ბიუჯეტიდან რამდენიმე ასეულობით ლარს საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა გორის მერიაში გეგმური შემოწმების დროს დააფიქსირეს ეს საეჭვო ტრანზაქცია.

როგორც აუდიტის სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, სამსახურის გეგმურ შემოწმებას ახორციელებდა გორის მერიაში რა დროსაც აღმოაჩინეს ეს საეჭვო ტრანზაქცია.  ამის შემდეგ კი აუდიტის თანამშრომლებმა ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო სამსახურს მიაწოდეს.

აუდიტის მიხედვით, ეს ტრანზაქციები 2020-2021 წლებშია განხორციელებული. აუდიტის სამსახურს მერიაში გეგმური შემოწმების პროცესი ჯერ არ დაუსრულებია. საქმეზე გამოძიებას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს.