გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წინ ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.