„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ რომ მათ ოფისს გორში თავს დაესხნენ.
როგორც პარტიის პრესსამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, ოფისი დარბეულია და ჩამსხვრეულია მინები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მათივე ცნობით, გორში მდებარე ოფისს უკვე მეხუთედ დაესხნენ თავს.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულიხმობს.