გორში დაკარგული 14 წლის მოზარდი იპოვეს

პუბლიკა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა, იპოვეს. იმ მშობლებთან ერთად გამოკითხვაზეა. ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 141-ე მუხლის შესაბამისად, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

როგორც მედიასთან არასრულწლოვანის ბებია ამბობდა, მოზარდი დედასთან და ძმასთან ერთად გორში ერთ-ერთ ბანკში იმყოფებოდა. მოზარდი დედას და ძმას გარეთ ელოდებოდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს ის აღარ უნახავთ.