გორში დაკარგული მოზარდი ბათუმში იპოვეს

პუბლიკა

გორში დაკარგული მოზარდი ბათუმში იპოვეს. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ მოზარდს ბათუმში მიაკვლია. 12 წლის მოზარდი თავს უვნებლად გრძნობს.

არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.