გორში ძაღლი დაჭრეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ადგილობრივი მედიის qartli.ge-ს ინფორმაციით, გორის სოფელ რეხაში 12 იანვარს ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი ძაღლი გორის ვეტერინალურ კლინიკა ,,Vიპ ვეტში” მიიყვანეს.
კლინიკა ,,Vიპ ვეტის” ხელმძღვანელის, თამარ აფციაურის თქმით, ძაღლს ორი ტყვია კისრის არეში აქვს მოხვედრილი. ექიმები იმედოვნებენ, რომ ძაღლი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.