გორში ენმ-ის ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირიც დააკავეს - შსს

პუბლიკა

შსს-მ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავა.

მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. პოლიციას აღნიშნულ ფაქტზე 3 პირი უკვე დაკავებული ჰყავს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა. აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავა”, – წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს.