„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის რაიონულ ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულებს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ბრალდებულები ამბობენ, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ ჩაუდენიათ.
პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის რაიონულ ორგანიზაციის ქონების დაზიანებისთვის ოთხ პირს ბრალი 4 მარტს წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, 2 მარტს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა შეუწყნარებლობის მოტივით დააზიანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.