გორში, კომბინატის დასახლებაში ერთი ადამიანი დაჭრეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე სპეცრაზმმა დააკავა

პუბლიკა

გორში, კომბინატის დასახლებაში 1 კაცი დაჭრეს, რის შემდეგადაც დამნაშავე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაიმალა.

ადგილობრივი მედიის „ქართლის ამბების“ ცნობით,  წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებული პირი, რომელიც კორპუსში შევიდა, დააკავეს. დასაკავებლად სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.

როგორც გამოღემა აღწერს, სპეცრაზმის გამოჩენამდე, პოლიციის თანამშრომლები კორპუსის სადარბაზოში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა ვერ შედიოდნენ, რადგან აცხადებდნენ, რომ ბრალდებული პირი იარაღიდან ისროდა.

„პუბლიკა“ შსს-სთან დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.