გორში მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კაცი დააკავეს

პუბლიკა

გორის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პოლიციამ კაცი დააკავა.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ პირი თებერვალში დააკავეს და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 9 წლამდე.