არსებული ინფორმაციით, გორში საპატრულო პოლიციის მანქანა შეეჯახა სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც მძიმე პაციენტი გადაჰყავდა. პაციენტი კლინიკაში გადაყვანის პროცესში გარდაიცვალა.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „პუბლიკა” დამატებითი დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.