გორში, ქალაქის ცენტრში, კაცი ქუჩაში გარდაიცვალა

პუბლიკა

გორში, ქალაქის ცენტრში, კაცი ქუჩაში გარდაიცვალა.

როგორც ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა, მათ კაცი გარდაცვლილი დახვდათ. მისი თქმით, ამ დროისთვის სასწრაფოს 8 ბრიგადიდან ოთხი მუშაობს, რადგან სასწრაფოს ექიმები კორონავირუსით არიან ინფიცირებულები.

„ხანძარზე ვიყავით, მოვედით, გავიხადეთ ფორმა, ჩავიცვით და გამოვედით გამოძახებაზე. ჩვენ სხვა მეტი აღარ შეგვიძლია. ადგილზე კარგა ხნის გარდაცვლილი დაგვხვდა. ჩვენ არ ვჩერდებით არც დღე, არც ღამე, სხვა დასკვნები თქვენ გამოიტანეთ”, – ამბობს სასწარაფო დახმარების ექიმი.