გორში რესტორნის მფლობელი იოსებ ბაბაევი დააკავეს

პუბლიკა

შსს-მ გორში სამოქალაქო აქტივისტი და ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავა. ეს მუხლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ოჯახი და მეგობრები დაკავებას ბაბაევის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ.

ადვოკატი კახა კალმახელიძე ამბობს, რომ იოსებ ბაბაევი ნაცემია და ამის კვალი მას სახესა და თავზეც ეტყობა.

ამასთან, მისივე თქმით, იარაღი, რომელიც ბაბაევს მანქანაში აღმოუჩინეს, „ჩადებულია“ და მას არ ეკუთვნის.

იოსებ ბაბაევი გორში „რესტო ბარის“ მფლობელია.