გორში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

გორის რაიონის სოფელ ორთაშენში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.