გორში სამშენებლო ობიექტზე მუშა დაშავდა

პუბლიკა

გორში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სამშენებლო ობიექტზე, მუშა დაშავდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მედიის ინფორმაციით, მშენებლობაზე საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.