გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში ქალი მოკლეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ვ.ტ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ლ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ტ ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.