ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ მიიღებს რუსულ კანონს, თუმცა ის დებატების გამართვასაც უცნაურს უწოდებს და პირველად ინიციირების დროს მასშტაბურ პროტესტებზე მიუთითებს.
მისი თქმით, მთავრობამ უარი უნდა თქვას ამ კანონზე, თუ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების საბოტაჟი არ სურს.
„იმედია, პარლამენტში არ დაამტკიცებენ, მაგრამ დებატების გამართვაც კი ძალიან უცნაურია. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უარი თქვას ამ კანონზე, თუ არ სურს მისივე ჩატარებული სამუშაოების საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რა მოტივაცია ამოძრავებთ, რა როლი აქვს მა ყველაფრის უკან ივანიშვილს, მაგრამ მაღელვებს შედეგი”, – განაცხადა მან „ფორმულასთან”.
„ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.
„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.