ლაზარე გრიგორიადისის საქმე დასკვნით ეტაპზეა. განაჩენი 17 ნოემბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, როგორც საქალაქო სასამართლოში „პუბლიკას“ უთხრეს, პროცესი გადაიდო.
რა მიზეზით გადაიდო პროცესი და როდემდე, სასამართლოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ დაზუსტებით არ იციან.
გრიგორიადისის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესის გახანგრძლივება, ორი სხდომის დამატება მოითხოვა.
ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.
გრიგორიადისის ოჯახის წევრები გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პრეზიდენტისგან ლაზარეს შეწყალებას მოითხოვენ.