გროსი: კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს

პუბლიკა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს.

„გაჩნდა ბირთვული ავარიის საფრთხე ან შესაძლებლობა“, – განუცხადა გროსმა ჟურნალისტებს ელექტროსადგურის მონახულების შემდეგ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამჟამად ელექტროსადგური ფუნქციონირებს, კურსკის ქარხნის ატომურ რეაქტორს, ბირთვული ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, არ აქვს დამცავი გუმბათი, რაც მის ბირთვს ძალიან დაუცველს ხდის საარტილერიო ან დრონით დარტყმების მიმართ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა.