რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, გრუ-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, იაროსლავ მოსკალიკი მოკლეს.
მოსკალიკს 2021 წელს პუტინმა გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა.
როგორც მანამდე Telegram-ის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ბომბი მოსკოვის ოლქში, ბალაშიხაში, სახლის ეზოში მდგარ მანქანაში დისტანციურად აფეთქდა მაშინ, როდესაც მოსკალიკმა, რომელიც იქ ცხოვრობდა, ახლოს ჩაუარა.