„გთხოვთ, მოითხოვეთ უფლება, სააკაშვილი სამკურნალოდ აშშ-ს გადაეცეს“ - ქართველი ექიმების მიმართვა ჯო ბაიდენს

პუბლიკა

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობენ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სახელზე მიმართვას ავრცელებენ და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაში დახმარებას სთხოვენ.

წერილს ხელს აწერს 55 ექიმი, მათ შორის, ზვიად აბურჯანია, ნინო ალექსიძე, მარინა ანდღულაძე, ეკატერინე ასამბაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ გურული და სხვა.

„…როგორც ქართველი ექიმები, რომლებიც ამერიკის მრავალ ჰოსპიტალში და ამბულატორიულ ცენტრში ვმუშაობთ და ამ დიდებულ ქვეყანას ჩვენს სახლს ვუწოდებთ, ძალიან შეშფოთებული ვართ რომ მიხეილ სააკაშვილი დაუმსახურებლად ავ მოპყრობას განიცდის, მიტოვებულია განსაცდელში და შესაძლებელია დაიღუპოს სწორი მკურნალობის გარეშე. ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ ძალიან შემაშფოთებელია. მას განუვითარდა მკვეთრი წონაში კლება, დაბალი წნევა, ნეიროპათია, სინკოპე და გადაადგილების უნარის პრობლემები.

არის იმაზე საუბარი რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სავარაუდოდ მოწამლეს რასაც შეეძლო გამოეწვია მისი ჯანმრთელობის შელახვა ან გაუარესება.

ჩვენ ვთვლით რომ ეს და მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის და ვიზუალური ინფორმაციის მისი დაუკითხავად გამოქვეყნება არის ადამიანური უფლებების დარღვევა.

გთხოვთ, დაგვეხმაროთ, დაუყოვნებლივ მივცეთ ბატონ სააკაშვილს მაღალი ხარისხის ობიექტური მკურნალობა, რადგან იგი ძალაინ ავად არის. გთხოვთ მოითხოვოთ უფლება საქართველოს მთავრობისგან რომ დროებით გადაეცეს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს განკარგულებაში მისი ჯანმრთელობის სრულად შესაფასებლად.

როგორც საქართველოს ხანგრძლივ მეგობარს ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას და პიროვნებების პატივისცემას. როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატიის პრეზიდენტს ჩვენ გვჯერა რომ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელსაც შეუძლია მას დაეხმაროს სანამ დაგვიანდება.

ჩვენ მადლობას გიხდით რომ ხართ საქართველოს მეგობარი, უკრაინის მეგობარი და ბევრი იმ რეპრესირებული ქვეყნის მეგობარი რომლებიც ხედავენ თუ როგორ ანათებს დემოკრატიის შუქი მომავლისკენ მიმავალ გზას“, – ნათქვამია წერილში.