„ყველამ იცის, რომ გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის რუპორია, ის რაღაცებს სთხოვს, მერე ეს ახმოვანებს. ის საკაშვილის როლის ხაზგასმას აკეთებს აღმატებით ხარისში”. – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის გადაცემაში საუბრობს.
მისი თქმით, ეს ხელს უწყობს დაპირისპირებას (ნაციონალიურ მოძრაობაში), რაც სააკაშვილს აწყობს.
„ანუ გუბაზ სანიკიძე ტროას ცხენად შეგვიძლია განვიხილოთ?” – იკითხა ჟურნალისტმა, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „კი, გუბაზ სანიკიძე გაბარიტებით ჰგავს ტროას ცხენს”.
„პუბლიკა” ემიჯნება დისკრიმინაციულ გამონათქვამებს ნებისმიერი ნიშნით.