გუდაურში პარაპლანისტების დასახმარებლად მიმავალი სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

„ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის”, – ამბობენ შსს-ში.

დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. როგორც ცნობილია, არიან დაშავებულები. მათ დასახმარებლად მიდიოდა ადგილზე სამაშველო ვერტმფრენი.