გუდაურთან დაღუპულების ოჯახები სახელმწიფოსგან 100 000 ლარს მიიღებენ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 100 ათასი ლარი გადაეცემათ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ  სახელმწიფო მათ გვერდში დაუდგება.

„ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ეს მოქალაქენი, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები, მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წლები ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ საზოგადოებას, სამინისტროს მთელ შემედგენლობას, ასევე დაღუპულ ექიმებს, ეს დიდი ტრაგედიაა…

სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. თითოეულ ოჯახს გამოუყოფს სამინისტრო 100 ათას ლარს, ასევე გამონაკლისის სახით ჯანდაცვის საინისტრო ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, განაცხადა პრემიერმა.

29 ივლისს გუდაურის მიმდებარედ პარაპლანი ჩამოვარდა. დაიღუპა ტურისტი, ინსტრუქტორი კი დაშავდა. მათთან მისული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა/ ვერტმფრენში ეკიპაჟის წევრებთან ერთად მაშველები და ექიმები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.