გუდაურთან სამაშველო სამუშაოები განახლდა და მოძრაობა დროებით აკრძალულია

პუბლიკა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურთან,  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე, შსს შესაბამისმა სამსახურებმა სამაშველო სამუშაოები განაახლეს, რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით კვლავ აიკრძალა.

გუშინ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირის ცხედარი ამოსვენებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გაავრცელა.

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.

მთავრობის განკარგულებით 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობაზე საქართველოს დროშები დაშვებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.