გუგული მაღრაძე საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსიდან კანდიდატურას ხსნის

პუბლიკა

პარლამენტის ყოფილმა წევრმა გუგული მაღრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსიდან მისი კანდიდატურა მოხსნან.

გუგული მაღრაძე თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ როგორც დააზუსტა, სამეურვეო საბჭოს წევრობა მის ერთ-ერთ სამსახურთან კონფლიქტში მოდის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა აქამდე 12 ადამიანს სურდა. კონკურსი 3 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა.

განაცხადების შეფასებასა და შემდგომ მათ ინტერვიუირებაზე პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული სპეციალური კომისია იზრუნებს. კომისია განაცხადებიდან შეადგენს, ე.წ. მოკლე სიას, რომლიდანაც კანდიდატებს შეარჩევენ და დასამტკიცებლად წარუდგენენ პარლამენტს მმართველი პარტია, ოპოზიცია და ომბუდსმენი.