გული დამწყდა, რომ წავშალე. გამომწერები მომემატა მაგ პოსტის შემდეგ - ოქრუაშვილი სექსისტურ პოსტზე

პუბლიკა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი facebook-ზე კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს და ეხმაურება გუშინ, 11 დეკემბერს მის მიერვე დაწერილ სექსისტურ პოსტს.

„როგორც შსს-ს ბრიფინგზე იტყვიან ხოლმე, ერთმა მაგარმა ადამიანმა ი.გ.-მ მთხოვა წაშალეო და დავუჯერე. არადა გული დამწყდა, ერთ საათში 200 გამომწერ-ფოლოვერი მომემატა მაგ პოსტის შემდეგ”, – წერს ოქრუაშვილი.

როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა, არ ეთანხმება მედიის შეფასებას მისი facebook-სტატუსის სექსისტურობაზე.

„ნაშა ანუ ჩვენები, Ваша ანუ თქვენები. ვაშა, ვაშაძე არა. რა გჭირთ ტო? სახლში არ მეყოფა ამ გენდერულ თანასწორობაზე ბულინგი”, – წერს ის.

ოქრუაშვილმა ამავე ნიუსში ასევე მონიშნა მისი მეგობარი შემდეგ ფრაზაზე – „გახსოვს საუკუნის წინ რა ნაშა იყო დუ მაგოში ყავაზე რომ დაგვპატიჟა?”.


„შევიდოდა კაცი პარლამენტში, ქოცების ერთი-ორი ნაშის „ხათრით” და სამი-ოთხი ჩოილარის მისაჩუხანებლად”, – ეს სტატუსი დაწერა facebook-ზე გუშინ, 11 დეკემბერს მან.