გულით დამწყდა, რომ რუსთაველზე ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარ არხს ციხიდან სატელოფონო ინტერვიუ მისცა.

ჩანაწერის ფრაგმენტის მიხედვით, მელიასტვის დასანანია, დრეს, აქციების დაანოსების დროს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ ვერ დაინახა.

“გულით დამწყდა, რომ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე. არადა მნიშვნელოვანი თარიღი იყო. კარგი დასაწყისი არის საწინდარი, კარგი დასასრულის. სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური პარტიის პირველი პირი, ლიდერი ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანია”.  –  ამბობს მელია.

დღეს 12 საათზე ოპოზიციის ნაწილმა საგანგებო რეჟიმში გადასვლა დააანონსა.

დღეიდან, ამ წუთიდან, ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვლმა.

ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ერთობლივი განცხადებით ამბობს, რომ გაიმართება არაერთ აქცია, როგორც თბილისში, ისევე რეგიონებში – “ჩვენ ვივლით რეგიოენბში, პრაქტიკულად ყველა ოჯახს შევხდებით.”

ზაალ უდუმაშვილის თქმით მთავარი აქცია 15 მაისს თბილისში გაიმართება.

„თუ ხელისუფლება არჩევნებს არ დანიშნავს თვითონ, მას ამის გაკეთება მოუწევს იძულებით, იქნება სრული პროტესტი, სრული დაუმორჩილებლობა” – ამბობს გიგი უგულავა.

მისი თქმით, ამას სჭირდება სტრატეგიული მოთმინებით აღჭურვა. ის ამბობს, რომ ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ არ ვიმოძრავებთ. „მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა” – აცხადებს უგულავა

ოპოზიციონერების თქმით, ყველა ლიდერი გადანაწილდება რეგიონებში და მომდევნო ორი თვის განმავლობაში, 15 მაისამდე, იმუშავებენ როგორც წინასაარჩევნო რეჟიმში.