გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

პუბლიკა

UEFA-მ მატჩამდე საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო ორივე ქვეყნის ფედერაცია დააჯარიმა.

საქართველოს ფედერაცია 30 000 ევროთი, ხოლო თურქეთის 25 000 ევროთი დაჯარიმდა.

დაჯარიმდა გერმანიაც – UEFA-მ 20 000 ევროს ჯარიმა გამოწერა გულშემატკივრების მიერ კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოების გადაღების მიზნით მოედანზე შეჭრის გამო.

ჯამში, ყველა ქვეყნისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 1,3 მილიონი ევრო შეადგინა. ჯარიმა არ შეხებიათ მხოლოდ სლოვაკეთსა და ესპანეთს.