შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 8 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
რიონის ხეობაში, გუმათჰესთან ხმაურია. ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტები რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ.
აქტივისტების თქმით, ზოგი მათგანი ღობის მიღმა, სოფელში გადასვლას ცდილობდა, რაშიც ხელი მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეუშალეს. პოლიციელები ბარიკადების იმ მხარეს გადმოვიდნენ, სადაც აქტივისტები დგანან.
გუმათში ომბუდსმენის წარმომადგენელიცაა ჩასული. მისი ინფორმაციით, სახალხო დამცველის ოფისი აქციის მიმდინარეობას სწავლობს და შეფასება მოგვიანებით გახდება ცნობილი.