გურამ დოჩანაშვილი „ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია

პუბლიკა

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ პრესსამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მათივე ცნობით, მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უკავშირდება თუ არა გურამ დოჩანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა COVID-19-ს, კლინიკაში თავს იკავებენ ამ ინფორმაციის გაცემისგან.