თბილისის მერიამ საპატიო თბილისელის წოდება 10 ადამიანს მიანიჭა. საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილსა და კორონავირუსთან მებრძოლ ცხრა ექიმს გადასცეს:
- თენგიზ ცერცვაძე;
- პაატა იმნაძე;
- მარინა ეზუგბაია;
- ლევან რატიანი;
- მარინა ენდელაძე;
- დავით გადელია;
- ელზა ვაშაკიძე;
- ლევან გოფოძე;
- ამირან გამყრელიძე;
- გურამ დოჩანაშვილი.
წლევანდელი თბილისობის ყველა ღონისძიება, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, გაუქმდა, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ცერემონია და კონცეტრი სატელევიზიო ფორმატით, მაყურებლის გარეშე გაიმართა.
საღამო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა.