გურამ ფალავანდიშვილი და ორგანიზაცია „ზნეობის“ ათამდე წარმომადგენელი კინოთეატრ „ამირანთან“ ამჯერად ფილმ „წყეული კვირის“ ჩვენებას აპროტესტებენ.
ფილმი „წყეული კვირა“ რეჟისორ ჯონ შლეზინგერის ფილმია, რომელიც 1971 წელს გამოვიდა ეკრანზე.
„აქ სათაურშივე უკვე მიუღებელი რაღაცაა“, – ამბობს ფალავანდიშვილი „პუბლიკასთან“.
ორგანიზაცია „ზნეობა“ მცირე თანამოაზრეებთან ერთად სამი დღეა კინოთეატრ „ამირანთან“ ჰომოფობიურ აქციას მართავს, ლგბტ+ თემატიკის ფილმების წინააღმდეგ.