შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა.
„დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ბ. დ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი. 2008 წელის წყალტუბოს სასამართლომ მის მიმართ განაჩენი გამოიტანა.
იგი მსჯავრდებული იყო და იძებნებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.